შენი უსაფრთხოება

პირველადი დახმარება

საჭიროა თუ არა ვიცოდეთ პირველადი დახმარება და გვქონდეს პირველადი დახმარების ჩანთა?


რა არის პირველადი დახმარება?

პირველადი დახმარება არის დაზიანებული ან ავადმყოფი ადამიანის დახმარება გადაუდებელ სიტუაციაში, როდესაც გარშემო არ არის სასწრაფო დახმარება ან დაზარალებული არ იმყოფება ჰოსპიტალში. ამ დროს თითოეული წუთი მნიშვნელოვანია და თითოეული გარშემომყოფი ადამიანი პასუხისმგებელია გააკეთოს ყველაფერი რაც შეუძლია მის დასახმარებლად. 

იმისთვის, რომ დაზარალებულს პირველადი დახმარება გაუწიოთ, მნიშვნელოვანია თქვენ გქონდეთ შესაბამისი ცოდნა და სწრაფი, ადექვატური გადაწყვეტილების მიღების უნარი. 

შესაბამისი ცოდნა საჭიროა განსხვავებული დაზიანებებისა თუ დაავადებების ამოსაცნობად და შესაბამისი რეაგირებისთვის, ხოლო სწრაფი და ადექვატური გადაწყვეტილებების მიღების უნარი საჭიროა, რათა შეძლოთ რთულ ვითარებაშიც კი შეუყოვნებლად განაგრძოთ მოქმედება (მაგ: რა შემთხვევაში და როდის გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, როდის არ მიხვიდეთ დაზარალებულთან ან როდის გადაიყვანოთ დაზარალებული სხვა ადგილზე). ასევე საჭიროა არ დაიბნეთ და განაგრძოთ არჩეული სწორი გეგმის განხორციელება.


მჭირდება თუ არა პირველადი დახმარების ჩანთა?

მზადყოფნა პირველადი დახმარების ძირითადი საჭიროებაა. წესით, ყველა სახლი, მანქანა, გემი და სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პირველადი დახმარების ყუთით (ნაკრებით), რათა მსგავს ვითარებაში საჭირო აღჭურვილობა გქონდეთ და შეძლოთ მათი გამოყენება. სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ეს წესები არაა სრულყოფილად დაცული, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება დამატებითი, ინდივიდუალური აღჭურვილობის, პირველადი დახმარების ჩანთის ქონა. 

ისეთი ზონები, სადაც მსგავსი შემთხვევები ხშირია, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას პირველად დახმარებას. ამ ზონების მიღმა კი იშვიათია მსგავსი წინდახედულობა, ინციდენტი კი ყველგან შეიძლება მოხდეს. თბილისში, ბათუში, ქუთაისში და სხვა დიდ ქალაქებში ხშირად საცობებია, რაც სასწრაფო დახმარების მოსვლას აფერხებს, ეს წუთები კი მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ არ შეგვიძლია აღმოვფხვრათ საცობები ქალაქში, სამაგიეროდ შეგვიძლია ვიქონიოთ პირველადი დახმარების კომპლექტაცია, რომლითაც დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ საჭირო ვითარებაში. 

ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა, თქვენ გჭირდებათ პირველადი დახმარების ჩანთა. წარმოიდგინეთ, ქუჩაში მიმავალი ხედავთ დაზარალებულს (მაგ: მკლავიდან სისხლი სდის), თქვენ იცით რომ მას დახმარება ჭირდება, იცით როგორ დაეხმაროთ, მაგრამ არ შეგიძლიათ რადგან არაფერი გაგაჩნიათ. ტრადიციულ შემთხვევაში შეგვიძლია ქამარი შევიხსნათ და იმით შევაჩეროთ ძლიერი სისხლდენა, ან მაისურის ნაფლეთი დავაფაროთ ჭრილობას, თუმცა ამით შეიძლება მეტად ვავნოთ დაზარალებულს, დაბინძურებული კერით ინფექცია შევიტანოთ ან სხვა. ამიტომ საჭიროა გვქონდეს პიველადი დახმარების კომპლექტაცია, რითაც შევძლებთ მარტივად დავეხმროთ მას და დაველოდოთ სასწრაფოს დამატებითი რისკებისა და შიშების გარეშე.

იგივე ვითარებები შესაძლოა მოხდეს ქალაქგარეთ, სადაც სასწრაფო დახმარების მოსვლის დრო გაცილებით ხანგრძლივია, ან მიუვალ ადგილებში, მაგ: ლაშქრობის დროს. ამ შემთხვევებისთვის აუცილებელია სწრაფი და შესაბამისი რეაგირება. რიგ შემთხვევებში კი დროულ რეაგირებაზეა დამოკიდებული დაზარალებულის სიცოცხლე. უნდა ითქვას, რომ პირველადი დახმარების ჩანთა ეხმარება როგორც დაზარალებულს, ასევე გიცავთ თქვენ შესაძლო საფრთხეებისგან. მაგ: ჩანთაში აუცილებლად არის ხელთათმანი და ხელოვნური სუნთქვის აპარატი (ბადე). ეს ორივე აღნიშნული ახდენს დაავადებებისა და დაბინძურების ორივე მხრივ გადასვლის პრევენციას.


მჭირდება თუ არა CPR-ის ცოდნა და პირველადი დახმარების სერთიფიკატი?

პირველადი დახმარებისთვის საჭიროა ცოდნაც და პრაქტიკული გამოცდილებაც. პირველადი დახმარების გაწევისთვის უნდა იცოდეთ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია (CPR – CardioPulmonary Resuscitation), მუცლის ღრუს სისხლდენის შეჩერება, კიდურზე სისხლდენის შეჩერება, გველის ნაკბენის დროს მოქმედება, ალერგიული რეაქციების დროს მოქმედება და სხვა უამრავი შემთხვევის დროს სწორი რეაგირება. 

ხშირად ამ სპეციფიკური ცოდნის მისაღებად მიმართავენ პირველადი დახმარების ტრენინგებს. პირველადი დახმარების ტრენინგი შეიძლება იყოს როგორც სტანდარტული, ასევე შესაძლოა იყოს სპეციფიკური, საჭიროებებს მორგებული (მაგ: მძღოლებისთვის, დედებისთვის, ლაშქრობისთვის). სპეციფიკური ტრენინგების დროს სწავლობთ შესაბამის მანევრებს, მაღალი რისკის მქონე შემთხვევების მართვას და იმ შემთხვევისთვის სპეციფიკური აღჭურვილობის გამოყენებას. ასეთ შემთხვევებში ხშირად გაიცემა სერთიფიკატი. ხოლო რიგ შემთხვევებში, მაგ: თუ თქვენ ხართ პასუხისმგებელი შრომის უსაფრთხოებაზე, მოლაშქრეთა თუ ტურისტთა უსაფრთხოებაზე, ბავშვთა უსაფრთხოებაზე (სკოლასა თუ ბაღში ან სხვა) და ა.შ., თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ეს სერთიფიკატი. 

გაზიარება

Share on facebook
Share on linkedin
Share on twitter
პირვლადი დახმარება გონების დაკარგვის დროს

როგორ მოვიქცეთ როცა ვინმე გონებას კარგავს?

გონების დაკარგვა ხშირი ეპიზოდია ჩვენს სოციუმში, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა იწვევს მას და რა მოვიმოქმედოთ.  ადამიანი გონებას კარგავს უცაბედი არტერიული წნევის დაცემისგან, ამ დროს გონებას

სრულად წაკითხვა »
სითბური გადახურება და სითბური დაკვრა

პირველადი დახმარება სითბური დაკვრის დროს

სითბური გამოფიტვა ასოცირებულია სიცხესთან, ამიტომ ის ხშირად ვითარდება ზაფხულში. ის საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. სითბური დაკვრა შეიძლება განვითარდეს მომენტალურად და ეტაპობრივად. ის მეტწილად ვითარდება სიცხეში მუშაობის ან თამაშის შემდეგ, მძიმე ოფლიანობით ან დეჰიდრატაციით.

სრულად წაკითხვა »