ბავშვთა პირველადი დახმარების ტრენინგი
ტრენინგი განკუთნილია: ორსულებისთვის, ახალბედა დედების, მამების, ძიძებისა და ყველა იმ მათგანისთვის ვისაც სურს მომზადებული შეხვდეს უსიამოვნო სიტუაციებს. პირველი დახმარება ეს ის პრევენციული მექანიზმია, რომელსაც შეუძლია ფატალური შედეგები აგვაცილოს თავიდან, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე პატარებს ეხება. არსებობს უამრავი შემთხვევა რასაც შოკი და დაბნეულობა ახლავს თან. სწორედ ამ კრიტიკული სიტუაციების მართვაში დაგეხმარებათ, ჩვენი ბავშვთა პირველი დახმარების ტრენინგი.
ჯგუფში მაქსიმალური რაოდენობა -15 მონაწილე
ტრენინგი მოიცავს სწავლების, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს.
ბავშვთა პირველადი დახმარების ტრენინგის შინაარსი
1. ბავშვთა პირველადი დახმარების ტრენინგის შესავალი
✓ პირველი დახმარების მიზანი;
✓ მაშველის/დედის მოვალეობები;
✓ უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
✓ სასწრაფოს გამოძახების წესი;
✓ უსაფრთხო მდებარეობა.
2. პრაქტიკული მეცადინეობა
✓ უსაფრთხო მდებარეობა;
3. გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩვილებსა და ბავშვებში
4. პრაქტიკული მეცადინეობა
✓ გულ-ფილტვის რეანიმაცია
5. ზემო სასუნთქი გზების დახშობა უცხო სხეულით ჩვილებსა და ბავშვებში
6. პრაქტიკული მეცადინეობა
✓ ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქცია უცხო სხეულით
7. სისხლდენა და შოკი
✓ სისხლდენით გამოწვეული შოკი, სიმპტომები, მკურნალობა;
✓ სისხლდენის სახეები და მისი შეჩერების მეთოდები;
✓ განსაკუთრებული შემთხვევები.
8. პრაქტიკული მეცადინეობა
✓ ნახვევის დადების ტექნიკა;
9. შეჯამება
10. ტრავმა მოზრდილებსა და ბავშვებში, დამწვრობა
✓ ტრავმული დაზიანების სახეები:
ა. მოტეხილობა;
ბ. ამოვარდნილობა;
გ. რბილი ქსოვილების დაზიანება;
დ.ხერხემლის ტრავმა;
ე. ტვინის შერყევა;
ვ. კბილბუდიდან კბილის ნაწილობრივი ამოვარდნა/ავულზია;
ზ. ძალადობა ბავშვებზე.
✓ დამწვრობა, პირველი დახმარება დამწვრობის დროს.
ცოდნის წინასწარი შეფასების ტესტი ხორციელდება ტრენინგის დაწყებამდე, დასრულებისას კი ფინალური ტესტი.
ტრენინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატი და ტრენინგზე გავლილი საკითხების პირადი ბროშურა “ბავშთა პირველადი დახმარება“ ტრენინგზე გამოყენებული თვალსაჩინოებები:
1. პრეზენტაცია.
2. პრაქტიკული მეცადინეობა მსმენელების მონაწილეობით.
გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით
მიმღები : შ.პ.ს შენი უსაფრთხოება
GE74TB7392236080100007