შენი უსაფრთხოება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალური ინფორმაციის დაცვა:

1.1 Yoursafety.ge-ს საშუალებით მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირთათვის გადაცემას სხვადასხვა მიზნებისთვის;
1.2 პლატფორმა იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონით აკრძალული მიზნებისთვის;
1.3 პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მესამე პირთათვის, შესაძლოა მოხდეს, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
1.4 პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.

„თქვენი ინფორმაცია“ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი მიზნებისთვის:

1. პროდუქციის შეძენა და მიტანა დანიშნულების ადგილას.

2. არაპირდაპირი და პირდაპირი რეკლამა

მიწოდების პირობები

1. ყველა ველი სწორად უნდა იყოს შევსებული;

1.1 იურიდიული პირების საყურადღებოდ: აუცილებელია სწორად იქნას შევსებული კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მიწოდების მისამართი, იმეილი და საკონტაქტო ინფორმაცია, რათა ინფორმაცია სწორად გამოიგზავნოს და მოწოდება მოხდეს დროულად;

2. შეკვეთის მოწოდებამდე კურიერი წინასწარ დაგიკავშირდებათ;

3. მიწოდების ვადები:

3.1 თბილისის მასშტაბით მიწოდება ხდება 2 სამუშაო დღეში;

3.2რეგიონების მასშტაბით მიწოდება ხდება 3-5 სამუშაო დღეში;

ინფორმაციის შეგროვება

ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად მოითხოვება რეგისტრაცია. თუ თქვენ რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ხართ ჩვენი ონლაინმომსახურების მიმღებად, ამავე დროს ირჩევთ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები, რომლებსაც მიუთითებთ ვებგვერდზე. ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს. უფლებას ვიტოვებთ ჩავიწეროთ ან/და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენ შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს და ელექტრონულ მიმოწერას, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს.

კომპანია "შენი უსაფრთხოება" მადლობას გიხდით ნდობისთვის.