შენი უსაფრთხოება

პირველადი დახმარება სითბური დაკვრის დროს

სითბური გამოფიტვა ასოცირებულია სიცხესთან, ამიტომ ის ხშირად ვითარდება ზაფხულში. ის საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. სითბური დაკვრა შეიძლება განვითარდეს მომენტალურად და ეტაპობრივად. ის მეტწილად ვითარდება სიცხეში მუშაობის ან თამაშის შემდეგ, მძიმე ოფლიანობით ან დეჰიდრატაციით.

სითბური გამოფიტვის სიმპტომები შემდეგია

  • ცივი, ტენიანი (ოფლიანი) კანი
  • ძლიერი ოფლიანობა
  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • დაღლილობა
  • სუსტი, სწრაფი პულსი
  • დაბალი არტერიული წნევა ფეხზე დგომისას
  • კუნთების სპაზმი
  • გულისრევა
  • თავის ტკივილი

თუ ეჭვობთ სითბურ გამოფიტვაზე

სითბურმა გამოფიტვამ შესაძლოა გამოიწვიოს სითბური დაკვრა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა. თუ ეჭვობთ სითბურ გამოფიტვაზე, მომენტალურად მიყევით ინსტრუქციას:

  • გადაიყვანეთ ადამიანი ჩრდილში ან კარგად ვენტილირებულ (გაგრილებულ) ოთახში
  • დააწვინეთ ეს პიროვნება და აუწიეთ ფეხები მაღლა
  • გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი
  • დაალევინეთ ცივი წყალი ან სითხე (ალკოჰოლისა და კოფეინის გარეშე)
  • გააგრილეთ პიროვნება ცივი წყლის შესხმით ან ცივი, სველი ნაჭრით, ყინულით, ან გრილი ჰაერის დაბერვით (მარაო ან თუნდაც მუყაოთი ჰაერის დაბერვა), მის სხეულს ჭირდება გაგრილება, ამიტომ გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება
  • დააკვირდით დაზარალებულს

დარეკეთ სასწრაფოში თუ სიმპტომები უარესდება ან არ იცვლება ერთი საათის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ:

  • მან გონება დაკარგა
  • არის აღგზნებული და შფოთავს
  • აქვს დეზორიენტაცია
  • აქვს კრუნჩხვები
  • აქვს კუნთების სპაზმი
  • არ შეუძლია დალიოს წყალი
  • სხეულის ტემპერატურა 40 C (გრადუს ცელსიუსს) აღწევს

 

გაზიარება

Share on facebook
Share on linkedin
Share on twitter
პირვლადი დახმარება გონების დაკარგვის დროს

როგორ მოვიქცეთ როცა ვინმე გონებას კარგავს?

გონების დაკარგვა ხშირი ეპიზოდია ჩვენს სოციუმში, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა იწვევს მას და რა მოვიმოქმედოთ.  ადამიანი გონებას კარგავს უცაბედი არტერიული წნევის დაცემისგან, ამ დროს გონებას

სრულად წაკითხვა »