ძლიერი სისხლდენის დროს მიყევით შემდეგ პირველად დახმარებას:
1. მოაშორე ნებისმიერი ტანსაცმელი ან უცხო ნივთი ჭრილობას
არ შეეხო ჭრილობაში ღრმად მყოფ ტანსაცმელს ან ნებისმიერ სხვა საგანს. არ დაიწყო ჭრილობის ზედმეტი თვალიერება და მიზეზების ძებნა. პირველადი დახმარების მთავარი მიზანი ამ დროს არის სისხლდენის შეჩერება. გამოიყენე რეზინის ან სილიკონის ხელთათმანები (უსაფრთხოებისთვის) თუ შესაძლებელია.
2. შეაჩერე სისხლდენა
მოათავსე სტერილური საფენი ან ნებისმიერი ქსოვილი ჭრილობაზე. დააწექი პირდაპირ ამ საფენს თქვენი ხელისგულით სისხლდენის საკონტროლებლად. განაგრძე ზეწოლა სანამ სისხლდენა არ შეწყდება. ზეწოლის შესანარჩუნებლად გამოიყენე ბინტით შეხვევა ან ტანსაცმლის სუფთა ნაფლეთი. შეახვიე. ნუ გამოიყენებ ზეწოლით სისხლდენის შეჩერების ტექნიკას როცა სისხლდენა თვალზეა.
3. დაეხმარე დაზარალებულს დაწვეს
დააწვინე დაზარალებული შალის ქსოვილზე, ან რამე თბილზე. ეს დაეხმარება მას სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაში. მშვიდად შეამოწმეთ მისი მდგომარეობა.
4. არ მოაშორო საფენი
თუ ნახვევიდან, საფენიდან ჭრილობა ჟონავს, არ მოაშორო. ზევიდან დააფინე კიდევ ერთი ან რამდენიმე და განაგრძე ზეწოლა სისხლის შეჩერებამდე.
5. ტურნიკეტი - სისხლის შესაჩერებელი ღვედი, ლახტი
ლახტი გამოიყენება და კარგია კიდურიდან სიცოცხლისთვის სახიფათო სისხლდენის დროს. გამოიყენეთ ლახტი (ტურნიკეტი) თუ ფლობთ ამ ტექნიკას. დააწერეთ დადების დრო ან პირველადი დახმარების ბრიგადას უთხარით დადების დროს (როცა მოვლენ).
6. დააფიქსირეთ დაზიანებული ნაწილი
შეხვევის (ან ლახტის დადების შემდეგ) დატოვეთ ყველაფერი ისე როგორც არის. ეცადეთ დაზიანებული ადგილი დააფიქსიროთ, რათა არ ამოძრაოს. მოძრაობამ შეიძლება ადგილი შეუცვალოს საფენს, სახვევს და სისხლდენა განახლდეს. ცადეთ რაც შეიძლება მალე მიიყვანოთ ან მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.