შენი უსაფრთხოება

როგორ მოვიქცეთ როცა ვინმე გონებას კარგავს?

გონების დაკარგვა ხშირი ეპიზოდია ჩვენს სოციუმში, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა იწვევს მას და რა მოვიმოქმედოთ. 

ადამიანი გონებას კარგავს უცაბედი არტერიული წნევის დაცემისგან, ამ დროს გონებას საკმარისი რაოდენობით სისხლი არ მიეწოდება. გონების დაკარგვა შეიძლება ჯნამრთელობის მნიშნვნელოვანი დარღვევის გამოვლინება იყოს. დაბალი არტერიული წნევის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • გახანგრძლივებული დგომა
  • გამორჩეული, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა (სიცხე)
  • ემოციურად ძლიერი სტრესი
  • ძლიერი, სასტიკი ტკივილი
  • სწრაფი წამოდგომა (ძირითადად მოხუცებში, ფეხმძიმეებში ან/და დიდხნიანი ჯდომისა თუ წოლის შემდგომ)
  • გულის რიტმის ცვლილებები ან სხვა გულისმიერი მიზეზი

თუ არტერიული წნევა მოულოდნელად ეცემა, შედეგი ხშირად გონების დაკარგვაა. ეს ჩვეულებრივ მოულოდნელად ხდება და ხალხი ამ სიტუაციაში მალევე უბრუნდება ცნობიერებას – ხშირად წამებშიც კი. ეს შეიძლება იყოს სიტუაციური ან რაიმე პრობლემის ინდიკატორი, თუ ეს მეორდება პერიოდულად. მეორე აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ გარშემო მყოფი გრძნობს გონების დაკარგვას 

  • შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი
  • დაეხმარეთ მიიღოს სითხე
  • უკონტროლეთ სუნთქვა
  • შეამცირეთ სტრესი
  • დაეხმარეთ დაჯდომაში ან დაწოლაში

რა უნდა ვქნათ როცა ვინმემ გონება დაკარგა

  • ვამოწმებთ სტანდარტულად: 
    • არის თუ არა გარშემო საფრთხე (თუ გარშემო ხანძარია ან რაიმე სხვა საფრთხე დაზარალებული უნდა გადავიყვანოთ სხვა უსაფრთხო ადგილას, პირველ რიგში დარწმუნდით რომ თქვენთვის უსაფრთხო გარემოა)
    • გამოდის თუ არა კონტაქტზე – თუ დაზარალებული პირი კონტაქტზე გამოდის ეცადეთ ისუნთქოს, დაწვეს ან დაჯდეს, საჭიროების შემთხვევაში მიეცით წყალი დასალევად, დაელოდეთ მისი ცნობიერების სრულად დაბრუნებას (ეპიზოდის გავლას)
    • გამოვიძახოთ (გამოვაძახებინოთ) სასწრაფო დახმარება თუ პაციენტს ცნობიერება დაკარგული აქვს
    • ვნახოთ სასუნთქი გზები – შესაძლოა რაიმე ახშობდეს სასუნთქ გზებს, ამ შემთხვევაში უნდა გავათავისუფლოთ სასუნთქი გზები
    • შევამოწმოთ სუნთქვა – შესაძლოა სასუნთქი გზები თავისუფალი იყოს თუმცა პაციენტი არ სუნთქვადეს
    • შევამოწმოთ პულსაცია – პულსი უნდა შევამოწმოთ მაჯაზე, შესაძლოა მაჯაზე არ ისინჯებოდეს და ამ შემთხვევაში ვცადოთ საძილე არტერიის პულსაციის გასინჯვა
    • ჩავატაროთ CPR ( ხელოვნური სუნთქვა) – იმ შემთხვევაში თუ არ იგრძნობა სუნთქვა და პულსაცია
  • შეაფასეთ დაზარალებულის შესაძლო დაზიანებები, ხომ არ აქვს რაიმე ტრავმა მიღებული, აღინიშნება თუ არა ჭრილობა და არის თუ არა სისხლმდენი
  • დარეკეთ, ან დარწმუდნით რომ ვინმე დარეკავს, სასწრაფოში-  იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ ესინჯება პულსი და სუნთქვა ან/და აქვს ტრავმული დაზიანებები
  • თუ დაზარალებულს აღენიშნება სუნთქვა და პულსი, ამასთანავე არ აქვს რაიმე ტიპის დაიზანება
    • დაზარალებული პირი დავაწვინოთ ძირს თუ მან სხვაგან დაკარგა გონება, მაგალითად შეიძლება სკამზე
    • ნებისმიერი მჭიდრო სამოსი შევხნსათ რაც შეიძლება სუნთქვაში ხელს უშლიდეს
    • დაზარალებულ პირს მიეცით საშუალება ისუნთქოს ჰაერი. ასეთ შემთხვევებში ხშირად თავს ეხვევა ადამიანთა გუნდი, ამის გამო პაციენტს ჰაერის მარტივად მიღება უჭირს. დაშალეთ ასეთი ჯგუფი, ან თხოვეთ უკან დაიხიონ, პაციენტს მისცენ სუნთქვის საშუალება. თუ ეს დახურულ სივრცეში ხდება, გამოაღეთ ფანჯარა ან კარი.
    • პაციენტი დააწვინეთ ზურგზე და აუწიეთ ფეხები მაღლა დაახლოებით 30 სანტიმეტრის სიმაღლეზე.

სასწრაფო დახმარების გამოძახება რეკომენდებულია ყველა სახიფათო ვითარებაში, მიუხედავად იმისა აღინიშნება თუ არა სუნთქვა, პულსი, ტრავმები. თუმცა მათი აღნიშნვის შემთხვევაში სასწრაფოს გამოძახება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც დროულად უნდა განხორციელდეს.

გაზიარება

Share on facebook
Share on linkedin
Share on twitter
სითბური გადახურება და სითბური დაკვრა

პირველადი დახმარება სითბური დაკვრის დროს

სითბური გამოფიტვა ასოცირებულია სიცხესთან, ამიტომ ის ხშირად ვითარდება ზაფხულში. ის საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. სითბური დაკვრა შეიძლება განვითარდეს მომენტალურად და ეტაპობრივად. ის მეტწილად ვითარდება სიცხეში მუშაობის ან თამაშის შემდეგ, მძიმე ოფლიანობით ან დეჰიდრატაციით.

სრულად წაკითხვა »