მძღოლებისა და დაინტერესებული პირებისთვის

ავტოსაგზაო შემთხვევებისთვის პირველადი დახმარების ტრენინგი

ტრენინგი მონაწილეებს ამზადებს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ პირველ წუთებში უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად მოქმედებისთვის. თეორიული ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ავტომობილთან სიმულაციას ერწყმის.

6–8 აკადემიური საათი10–15 მონაწილე ჯგუფშისიმულაცია ავტომობილთანსერტიფიკატი
ვისთვისაა

მძღოლებისა და გზის სხვა მონაწილეებისთვის

განკუთვნილია მძღოლებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც სურს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შექმნილ კრიტიკულ სიტუაციას მომზადებული შეხვდეს.

მძღოლებიკომპანიის ავტოპარკის თანამშრომლებიყველა დაინტერესებული პირი
სასწავლო პროგრამა

შემთხვევის ადგილიდან პრაქტიკულ რეაგირებამდე

პროგრამა ასწავლის შემთხვევის ადგილის უსაფრთხოების შეფასებას, დაშავებულის პირველადი შემოწმებას და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებზე რეაგირებას.

პირველი წუთები და უსაფრთხოება

შემთხვევის შემდეგ მოქმედების პრიორიტეტები, გარემოს საფრთხეების შეფასება და უსაფრთხო მიდგომა დაშავებულთან.

  • შემთხვევის ადგილის პირველადი შეფასება
  • დახმარების გამოძახება და ინფორმაციის გადაცემა
  • დაშავებულის პირველადი შემოწმება

სისხლდენა და შოკი

სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის ამოცნობა და მისი კონტროლის ძირითადი პრაქტიკული მეთოდები.

  • ღრმა ჭრილობის ტამპონირება
  • დამწოლი სახვევის დადება
  • ტურნიკეტის გამოყენების პრინციპები

გულ-ფილტვის რეანიმაცია

გულის გაჩერების ნიშნების ამოცნობა, დახმარების გამოძახება და პირველადი მოქმედებების პრაქტიკული დამუშავება.

ავტოსაგზაო ტრავმები

ხშირი დაზიანებების ამოცნობა და პირველადი დახმარების უსაფრთხო პრინციპები.

  • მოტეხილობები
  • დამწვრობა
  • თავისა და თვალის დაზიანებები

დახმარების პასუხისმგებლიანი გაწევა

დამხმარის როლი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფიქსირება შემთხვევის, გაწეული დახმარებისა და დაშავებულის მდგომარეობის ცვლილების შესახებ.

დაშავებულის მდგომარეობის დაკვირვება

მდგომარეობის ცვლილების შემჩნევა და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის.

პრაქტიკული ნაწილი

სცენარების განხილვა და სიმულაცია ავტომობილთან

მონაწილეები განიხილავენ საგზაო შემთხვევის სცენარებს და ავტომობილთან პრაქტიკულ სიმულაციაში იმუშავებენ რეაგირების თანმიმდევრობაზე.

01 · განხილვა

სცენარის შეფასება

საფრთხეების, დაზიანებებისა და მოქმედების პრიორიტეტების განსაზღვრა.

02 · პრაქტიკა

მოქმედებების დამუშავება

პირველადი შემოწმებისა და შესაბამისი დახმარების ნაბიჯების პრაქტიკული გავლა.

03 · შეჯამება

ტესტირება და უკუკავშირი

ცოდნის შეფასება და სავარჯიშოების განხილვა ტრენერთან ერთად.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. ჯგუფში მონაწილეობს 10–15 ადამიანი; ხანგრძლივობაა 6–8 აკადემიური საათი.
ტრენერი

სწავლება გადაუდებელი მედიცინის გამოცდილებით

დავით დარტყოშვილი

გადაუდებელი მედიცინის სწავლების 6-წლიანი გამოცდილებით. პრაქტიკული ნაწილი შემთხვევის ადგილზე რეაგირებისა და ავტომობილთან სიმულაციის გარშემო არის აგებული.

გაინტერესებთ ეს ტრენინგი?

მოგვწერეთ მონაწილეთა რაოდენობისა და სასურველი თარიღის შესათანხმებლად.

ტრენინგის მოთხოვნა →
← ყველა ტრენინგი