გულ-ფილტვის რეანიმაცია
გულის გაჩერების ნიშნების ამოცნობა, დახმარების გამოძახება და რეანიმაციის ძირითადი მოქმედებების თანმიმდევრობა. მონაწილეები ცოდნას პრაქტიკული სავარჯიშოებით იმტკიცებენ.
თეორიული და პრაქტიკული სწავლება კომპანიის თანამშრომლებისთვის. მონაწილეები სწავლობენ გადაუდებელი მდგომარეობის ამოცნობას, უსაფრთხო რეაგირებას და დახმარების სწორ თანმიმდევრობას, რათა კრიტიკულ სიტუაციაში თავდაჯერებულად იმოქმედონ.
ტრენინგი განკუთვნილია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ თანამშრომლებს პირველადი დახმარების პრაქტიკული ცოდნა მისცენ და სამუშაო გარემოში შესაძლო გადაუდებელი შემთხვევებისთვის მოამზადონ.
პროგრამა აერთიანებს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების ამოცნობას, პირველადი დახმარების ძირითად მოქმედებებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
გულის გაჩერების ნიშნების ამოცნობა, დახმარების გამოძახება და რეანიმაციის ძირითადი მოქმედებების თანმიმდევრობა. მონაწილეები ცოდნას პრაქტიკული სავარჯიშოებით იმტკიცებენ.
უცხო სხეულით გამოწვეული სასუნთქი გზების დაბრკოლების ამოცნობა და შესაბამისი პირველადი დახმარების ნაბიჯები.
ჭრილობისა და სისხლდენის შეფასება, სისხლდენის შეჩერების მეთოდები და სისხლის დაკარგვით გამოწვეული შოკის ნიშნების ამოცნობა.
ხშირი დაზიანებების ამოცნობა და პირველადი რეაგირება.
დამწვრობის შეფასება და პირველადი დახმარების ძირითადი პრინციპები.
მდგომარეობის ამოცნობა, უსაფრთხო დახმარება და სასწრაფო დახმარების დროული გამოძახება.
სწავლება აგებულია მონაწილეთა აქტიურ ჩართულობაზე. თეორიული მასალა დაუყოვნებლივ უკავშირდება პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ტრენინგის დაწყებამდე ტარდება წინასწარი ტესტირება, რათა გამოიკვეთოს მონაწილეთა არსებული ცოდნა.
გამოიყენება პრეზენტაცია, ვიდეომასალა, მონაწილეთა ჩართულობით სავარჯიშოები და მანეკენზე პრაქტიკა.
მიმდინარეობისას მოწმდება ცოდნა; კურსის ბოლოს ტარდება ფინალური ტესტი. წარმატებით დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი.

პრაქტიკოსი ექიმი ქირურგი · პირველადი დახმარების სწავლების 7-წლიანი გამოცდილება
ტრენინგს უძღვება პრაქტიკოსი ექიმი, რომელიც მონაწილეებს ეხმარება პირველადი დახმარების ალგორითმები რეალურ სამუშაო და ყოველდღიურ სიტუაციებს დაუკავშირონ. კურსის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს CPR-ის ვარჯიშს მანეკენზე, სცენარებზე მუშაობასა და მონაწილეთა უნარების შეფასებას.
მოგვწერეთ მონაწილეთა რაოდენობისა და სასურველი თარიღის შესათანხმებლად.