ინსულტი ტვინის ქსოვილების დაზიანება და მისი ფუნქციის მოშლაა, რაც გამოწვეუილია სისხლის მიმოქცევის დარღვევით. მისი სიმპტომების ცოდნა ყველასათვის აუცულებელია, რომ დროულად აღმოვუჩინოთ დაზარალებულს დახმარება.
სიმპტომები
მოულოდნელი, უმიზეზო თავის ტკივილი.
კუნთების სისუსტე, სხეულის ნახევრის ან სხვადასხვა ნაწილებზე ფუნქციის დაკარგვა.
შესაძლოა მხედველობის დარღვევა, გაორებაწონასწორობის და კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, ცნობიერების დაკარგვა.
ვითარდება მეტყველების დარღვევა, შენელება. შესაძლოა დაზიანების მხარეს ტუჩის კუთხე ჩამოეშვას და ცალი თვალი გაფართოვდეს.
პირველადი დახმარება
პირველ რიგში გამოიძახეთ სასწრაფო.
თუ ადამიანი უგონოდაა, შეამოწმეთ როგორ სუნთქავს. თუ სუნთქვა უჭირს, გაუთავისუფლეთ სასუნთქი გზები, დააწვინეთ გვერდზე და პირი გაუღეთ.
მოათავსეთ ადამიანი მოსახერხებელ პოზიციაში. ბევრს მიაჩნია, რომ ამ დროს მათი განძრევა არ შეიძლება. ეს მითია.
თუ შესაძლებელია, გაუზომეთ არტერიული წნევა და მაჩვენებელი ჩაინიშნეთ.
თუ ადამიანი გონზეა, გამოკითხეთ რამდენი ხანია რაც ინსულტი დადგა. მისი დაწყებიდან სამი საათის განმავლობაში ავადმყოფს შეიძლება ექსტრენნული თერაპია-თრომბოლიზისი ჩაუტარდეს. ეს პროცედურა ვენაში პრეპარატის შეყვანას გულისხმობს, რომელიც ტვინის არტერიის მაბლოკირებელი შედედებული სისხლის გახსნას უწყობს ხელს.
არ მისცეთ საკვები და წყალი.
არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ პრეპარატები.
Free post
Freepost is a postal service provided by various postal administrations, whereby a person sends mail without affixing postage, and the recipient pays the postage when collecting the mail. Freepost differs